samedi 28 février 2015

მეშვიდე დღე

დღეს ტრენინგების მე7 დღეა.ძალიან კარგად გავერკვიეთ ზოგადად თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებაში სწავლების პროცესში.გავაკეთეთ მოსწავლეთა შეფასების ვერსია თავის მახასიათებლებით.
 შემდეგ სამუშაო გეგმაში ჩავსვით მახასიათებლები .
  ვემზადებით პრეზენტაციისათვის!

dimanche 22 février 2015

დღევანდელი დღე გამოირჩეოდა უკვე ნასწავლი უნარ ჩვევების გამოყენებით.სახელმძღვანელოდან ნამუშევარი გამოვიყენეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესასრულებლად.ძალიან საინტერესო იყო მასალების გამდიდრება ,სასწავლო ფოტომასალებითა და გამოქვეყნებით.
 დღეს ჩვენმა შესანიშნავმა მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო ჩვეული გულისხმიერებით ,
მოთმინებითა და ინტერესით გვასწავლა ყველაფერი რაც დაგვეხმარება სწავლებაში ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.


samedi 21 février 2015

დგეს ტრენინგის მეხუთე დღეა,საინტერესოა პროექტის გეგმა, სადაც მოვახდინეთ იმ 
საკითხების განხილვა ,რომელიც გვჭირდება ჩვენი პროექტის გასაგრძელებლად. შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებების შესახებ ძირითადი მომენტები.განვსაზღვრეთ 
   როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები. ვისწავლეთ ვიდეოს გამოქვეყნება გუგლის
  დრაივზე,დავიწყეთ პრეზენტაციის ატვირთვა და ვნახეთ სხვა პროექტები.  
   ვისწავლეთ ყველაფერი ,რაც დაგვეხმარება შემდგომში სწორად წარვმართო პროექტების პრეზენტაციები, გმადლობთ ქალბატონო ნინო გულისხმიერებისათვის!

აკაკის აკვანი / akakis akvani

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ახალი ვერსიის ეკრანიზაცია

"ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა"