dimanche 1 mars 2015

მერვე დღე

მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე შევქმენით დამხმარე რესურსი, რათა დავეხმაროთ პროექტის სწავლების დროს .

დღეს ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და პორტფოლიოს ატვირთვა დრაივში და გამოქვეყნება.

მადლობა მინდა მოვუხადო ქალბატონ ნინოს ასეთი კარგი სამინარისთვის და ვუსურვო ჩემს თავს ,კარგად გამოვიყენო ნასწავლი მასალა, ხოლო ქალბატონ ნინოს შემდეგი წარმატებები!

samedi 28 février 2015

მეშვიდე დღე

დღეს ტრენინგების მე7 დღეა.ძალიან კარგად გავერკვიეთ ზოგადად თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებაში სწავლების პროცესში.გავაკეთეთ მოსწავლეთა შეფასების ვერსია თავის მახასიათებლებით.
 შემდეგ სამუშაო გეგმაში ჩავსვით მახასიათებლები .
  ვემზადებით პრეზენტაციისათვის!

dimanche 22 février 2015

დღევანდელი დღე გამოირჩეოდა უკვე ნასწავლი უნარ ჩვევების გამოყენებით.სახელმძღვანელოდან ნამუშევარი გამოვიყენეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესასრულებლად.ძალიან საინტერესო იყო მასალების გამდიდრება ,სასწავლო ფოტომასალებითა და გამოქვეყნებით.
 დღეს ჩვენმა შესანიშნავმა მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო ჩვეული გულისხმიერებით ,
მოთმინებითა და ინტერესით გვასწავლა ყველაფერი რაც დაგვეხმარება სწავლებაში ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.


samedi 21 février 2015

დგეს ტრენინგის მეხუთე დღეა,საინტერესოა პროექტის გეგმა, სადაც მოვახდინეთ იმ 
საკითხების განხილვა ,რომელიც გვჭირდება ჩვენი პროექტის გასაგრძელებლად. შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებების შესახებ ძირითადი მომენტები.განვსაზღვრეთ 
   როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები. ვისწავლეთ ვიდეოს გამოქვეყნება გუგლის
  დრაივზე,დავიწყეთ პრეზენტაციის ატვირთვა და ვნახეთ სხვა პროექტები.  
   ვისწავლეთ ყველაფერი ,რაც დაგვეხმარება შემდგომში სწორად წარვმართო პროექტების პრეზენტაციები, გმადლობთ ქალბატონო ნინო გულისხმიერებისათვის!

აკაკის აკვანი / akakis akvani

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ახალი ვერსიის ეკრანიზაცია

"ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა"

ეპოქა და ადამიანი TV3- ზე - ილია ჭავჭავაძე

dimanche 15 février 2015

დგეს ჩვენი სწავლების მეოთხე დღეა.
პროექტს დგეს გავუკეთეთ სათაური,შევარჩიეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.განვსაზღვრეთ შეფასების 5 მიზანი,ერთი განმსაზღვრელი და 4 განმავითარებელი.
დავგეგმეთ შეფასებები ,ვისწავლეთ ბლოგში სურათების გადმოტანა.
დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის დაწყებისათვის საჭირო ფანჯრების გაკეთება,კერძოდ,პროექტის სათაური,პროექტის მიზანი,მიმართულების მიმცემი კითხვები,შეფასების დროის ჩარჩო.
 მივხვდით,რომ პროექტის დაწყებისას, მიმდინარეობისას და დამთავრებისას მთავარია
შეფასებები.

samedi 14 février 2015

დღე სამი

დღევანდელი დღე დავიწყეთ ბუკლეტის შიდა გვერდების დამზადებით, იმის შემდეგ გადავედით 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებზე,რომელიც აუცილებლად გვჭირდება მოსცავლისათვის შევარჩიოტ თანამედროვე უნარები,ხოლო ბუკლეტით წარმოდგენა შევუქმნათ
 მნახველს რას ეძღვნება პრეზენტაცია!
და მაგისა გავაკეთეთ პროექტის გეგმა,განვსაზღვრეთ საგნის სტანდარტით  შესასრულებელი საკითხები,მიზნები და ამოცანები და მიმართულების მიმცემი
    საკვანძო კითხვები.  

dimanche 8 février 2015

ტრენინგის მეორე დღე

დღეს დავრეგისტრირდით გუგლის ელექტროფოსტაზე,შემდეგ გავხსენით ბლოგი და შევაგროვეთ მასალები ბლოგზე  კომენტარის გაკეთება.გავაკეთეთ ბუკლეტი ჩავსვით სურათები.ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და მასალების გადაგზავნა! საშინაო დავალებად მოგვეცა გავაკეთოთ პროექტის მეორე გვერდი თავისივე ტექსტებით!

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით სახელმძღვანელოს,ვისაუბრეთ ძირითად მიმართულებზე,გავეცანით მოდულებს,გავაკეთეთ პროექტის პორტპოლიო,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონებს,გადმოვწერეთ სასურველი პროექტის შაბლონი.